აკრედიტაციის მინჭების წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საგანმანათლებლო ღონისძიებას აკრედიტაცია ენიჭება ერთჯერადად და აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. საგანმანათლებლო ღონისძიებაზე აკრედიტაციის მისაღებად, სავალდებულოა ორგანიზაცია/ინსტიტუტი აკმაყოფილებდეს საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაციის შესახებ დებულებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და წარმოადგინოს აკრედიტაციის განაცხადი.
აღმასრულებელი საბჭო განაცხადის მიღებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ღონისძიებისთვის აკრედიტაციის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. აკრედიტაციის მიღება შესაძლებელია ორგანიზაციის/ინსტიტუტის მიერ მხოლოდ წინასწარ დაგეგმილ და არა უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე. საგანმანათლებლო ღონისძიებაზე ყოველი მომდევნო აკრედიტაციის მიღებისათვის საჭიროა დებულებით გათვალისწინებული განაცხადისა და დოკუმენტების ხელახლა წარდგენა.




